LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი არიან – რას ვყიდით და ვყიდულობთ

167
საგარეო ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3 პროცენტით მეტია.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 914.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 983.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.0 პროცენტით).

“საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, 1 068.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (133.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (128.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (112.4 მლნ. აშშ დოლარი) 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: რუსეთი (338.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (322.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (134.0 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (467.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (387.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (246.4 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 236.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 143.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 71.7 მლნ. აშშ დოლარით (7.8 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 207.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 175.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0 პროცენტი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

mazda magti 5g