LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უნივერსიტეტი, თითოეული სტუდენტის სახელით, უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გადარიცხავს

122
ჯბფერფ

საქართველოს უნივერსიტეტი, თითოეული სტუდენტის სახელით, უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გადარიცხავს. ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

“თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რაზეც დგას საქართველოს უნივერსიტეტი.

ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი სტუდენტების წინაშე, რომ მივცეთ მათ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ ხელი შევუწყოთ

მათი თავისუფალ სამყაროში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობას.

ვთვლით, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.

ამ ომში ბოროტება აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

სტუდენტების, კურსდამთავრებულების, ლექტორების და ადმინისტრაციის სახელით, თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.

დიდება თავისუფლებას!”, – ნათქვამია განცხადებაში.

7 დღეში რუსულ აგრესიას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g