“2024 წელს საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოს წარმოჩენა იმგვარად, თითქოს აქ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, ასეთი შეტევის განხორციელება საპატრიარქოზე. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს არაკეთილმოსურნის, რუსეთის ინტერესებში.” – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, მსჯელობა ბევრ რამეზეა შესაძლებელი.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, იმ ისტორიული მიზნის განხორციელებას, რომლისკენაც საქართველო მრავალი საუკუნის მანძილზე მიდის, მხოლოდ ერთობით, სოლიდარობით და ერთმანეთის გატანით არის შესაძლებელი:
“2024 წელს საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოს წარმოჩენა იმგვარად, თითქოს აქ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, ასეთი შეტევის განხორციელება საპატრიარქოზე. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს არაკეთილმოსურნის, რუსეთის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ბევრ რამეზე შეიძლება ვიმსჯელოთ.
სახელმწიფო არ არის მხოლოდ ხელისუფლების შტოები, სახელმწიფო ვართ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის აქციის მონაწილეებიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მათგანს გულწრფელად უნდა, საქართველო იხილოს ევროკავშირში და დასავლურ ცივილიზაციაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელმწიფოს მართვა არის კომპრომისის ხელოვნება და ჩვენ მხოლოდ ერთობით, სოლიდარობით და ერთმანეთის გატანით შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის განხორციელებას, რომლისკენაც მრავალი საუკუნის მანძილზე მივდივართ.” – თქვა ბრეგაძემ.