საქართველოს წითელი ჯვრის საზოგოდეობასა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ.
მემორანდუმის მიზანია, მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სამომავლოდ ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა-განხორციელება და ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, პანდემიის დაწყებიდანვე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარულ საქმიანობებში აქტიურად მონაწილეობდნენ ამა თუ იმ სპორტის სახეობების წარმომადგენლები და ეს ჩართულობა კიდევ უფრო გამყარდება ამერიკული ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.