LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის შესახებ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

139
fortuna.ge (14)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „ცოდნისა და პარტნიორობის გაძლიერება დამხმარე პერსონალის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის შესახებ პანდემიის პირობებში“ (IPP) შემაჯამებელი კონფერენცია – „COVID-19 პანდემიისას წინა ხაზზე მომუშავე პირთა ფსიქოსოციალური საჭიროებანი“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები და მორეაგირეთა პირადი ისტორიები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა, და ასევე პარტნიორების – სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აკადემიური პერსონალის ექსპერტული რეკომენდაციები. პანდემიის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები ყურადღების მიღმა არ უნდა რჩებოდეს – პროექტისა და კონფერენციის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ეს საკითხები წინ წამოწეულიყო.

პროექტი განხორციელდა საქართველოს წითელი ჯვრის, სომხეთის წითელი ჯვრისა და ავსტრიის წითელი ჯვრის ჩართულობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი (ECHO) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA).

 

 

mazda magti 5g