საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მოქალაქეებს უფასო, ფსიქოლოგიური პირველი დახმარების სერვისს სთავაზობს. საჭიროების შემთხვევაში, ასევე ფსიქოლოგის კონსულტაციასა და ინფორმაციას კოვიდ19-ის შესახებ.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე (032 2 501 105) ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება, მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური პირველი დახმარება.
„საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგის კონსულტაცია, ასევე ინფორმაცია კოვიდ 19-ის შესახებ, არსებულ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზეც;
გარდა ამისა, მიიღოს ტექნიკური მხარდაჭერა კოვიდ-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციის გასავლელად, ცხელ ხაზზე დარეკვა შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 სთ-მდე,“ – ნათქვამია წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით.