საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე ილია აფციაური ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.
„საქართველოს წითელი ჯვარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თიანეთის ფილიალის მოხალისის, ილია აფციაურის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ილიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
ილია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და აქტიური მოხალისე იყო,“ – აღნიშნულია განცხადებაში.