საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის “ევროკავშირის ახალგაზრდებისათვის” (EU4YOUTH) დასკვნითი შეხვედრა დღეს გაიმართა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, მათი შესაძლებლობების ზრდა და გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
პროექტი საქართველოში სამ სამიზნე მუნიციპალიტეტში: სენაკი, ზუგდიდი ხელვაჩაური და ბათუმი მიმდინარეობდა.
დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე პროექტის დროს განხორციელებული საქმიანობები, გამოწვევები და მიღწეული შედეგები წარადგინეს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება პროექტს – ევროკავშირის ახალგაზრდებისათვის – EU4YOUTH, 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ახორციელებდა.