ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკრაინისთვის თანადგომის გამოხატვის სურვილს, მაგრამ არ იცის, რა სახით შეუძლია დახმარების გაწევა. წითელი ჯვარი და ვოლტი გაერთიანდნენ, რათა ვოლტის პლატფორმის მეშვეობით ყველა მსურველმა მარტივად შეძლოს შემოწირულობის გაღება დაზარალებული ადამიანებისთვის, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, კამპანია მიმდინარეობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ვოლტი ოპერირებს, მათ შორის საქართველოში.
“ვოლტის აპლიკაციის საშუალებით, ყველა მსურველს შეუძლია გადარიცხოს თანხა, რომელიც სრულად ერიცხება უკრაინის წითელ ჯვარს. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია 5, 10, 20, 50, 100 ან 200 ლარიანი შემოწირულობის გაღება.
თუ გსურთ ჩაერთოთ შემოწირულობის კამპანიაში და შეიტანოთ თქვენი წვლილი დაზარალებული ადამიანების თანადგომაში, მიჰყევით ბმულს.”-აღნიშნულია საქართველოს წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.