LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელმა ჯვარმა დაზარალებული მოსახლეობისთვის უკრაინის წითელ ჯვარს 40 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

63
11

საქართველოს წითელი ჯვარი უკრაინის ქ. ჩერნივცში ჩავიდა და დონაციის შედეგად შეგროვებული, 40 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარდა ამისა, ამ ეტაპზე განხორციელებული დონაციით 1 887 322 ლარი (USD 565 275) უკვე გადარიცხულია უკრაინის წითელ ჯვარში.

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს დაზარალებული ხალხის დახმარებას უკრაინაში. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქ. ჩერნივცში, სადაც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მანდატიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდეთ.

ორმოც ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, რომელსაც უკრაინის წითელი ჯვარი დაზარალებულ მოსახლეობაში გაანაწილებს.

საქართველოს წითელი ჯვარი მადლობას უხდის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქესა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს აქტიურობისა და მხარდაჭერისათვის.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მუშაობს ბიზნესსექტორთან, როგორც თანხის შემოწირულობის, ასევე ჰუმანიტარული პროდუქტების მიღების მიზნით.

საქართველოს წითელ ჯვარს მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინის წითელ ჯვართან და, შესაბამისად, ინფორმირებულია მათი საჭიროებების შესახებ. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების სხვა ნივთების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნა უზრუნველყოფილია საქართველოს წითელი ჯვრის მიერ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

mazda magti 5g