LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინოვაციური საბაჟო-გამშვები პუნქტი მოეწყობა

94
89449996

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინოვაციური საბაჟო-გამშვები პუნქტი მოეწყობა, პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი შეიმუშავებს ციფრულ პლატფორმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ორივე ქვეყნის ინფორმაციულ სისტემებთან.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას და შესაძლოა, გახდეს კარგი მოდელი CAREC- ის დერეფნისთვის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ  CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაციის ციფრულმა გადაწყვეტამ, მონაცემთა გაცვლის კოორდინირებულმა სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g