საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
როგორც ”ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა მოაწერეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 140 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: საფინანსო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში; ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვა II; ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II; აჭარის სოფლების წყლით მომარაგება და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.
ნოდარ ხადურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.