საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სერბეთში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
„საპროტესტო აქციები საქართველოში და საპროტესტო აქციები სერბეთში ერთი და იგივე ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ სერბმა დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა მოითხოვეს.