საქართველოს და აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.
“ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს ურთიერთობაში სიურპრიზები” – აცხადებს მინისტრი
მინისტრის განცხადებით ყველაფერს იღებს ყველაფერს, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისაგან სჭირდება.
„რაც შეეხება კითხვას, ვხედავთ თუ არა ზეწოლის ზრდას რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფორმატში, რომ ოკუპაცია არის ყოველდღიური. ჩვენ შეიძლება ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ოკუპაციის სხვა მეთოდი, მომდევნო კვირას, შესაძლოა, ვიხილოთ კიბერთავდასხმა. სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,“- აღნიშნა ბურჭულაძემ.