LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 10 306 უცხოელი სტუდენტი სწავლობს

118

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს 56 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  მსოფლიოს 89 ქვეყნიდან 10306 სტუდენტი სწავლობს. უცხოელი სტუდენტების დიდი ნაწილი – 34,9% საქართველოს უშუალო მეზობელი ქვეყნებიდანაა (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი).

ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასიის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წლიდან მოყოლებული, ქართულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა შეძლეს სტუდენტების მოზიდვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ამჟამად ამ ქვეყნებიდან სტუდენტები უცხოელ სტუდენტთა რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ – 18,4%.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში განათლების მიღება მიმზიდველი ხდება აზიისა და აფრიკის უფრო შორეული ქვეყნებისთვისაც, რომელთა შორის გამოიყოფა სტუდენტების დიდი ნაკადი – 38%  ინდოეთიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან (შრი-ლანკა, ბანგლადეში, ნეპალი).

უცხოელ სტუდენტებში ყველაზე დიდი მოთხოვნა მედიცინის შესწავლაზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g