მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2021 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქვს 160-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია.
ფონდის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება/მშენებლობა და 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის მშენებლობა.