საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო – ინდოეთის ბიზნესფორუმი გაიმართა.
ბიზნესფორუმზე დასასწრებად და ქართულ კომპანიებთან ორმხრივი შეხევდრების გასამართად საქართველოში 20-მდე ინდური კომპანია ჩამოვიდა. ინდოეთის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ლუდსახარშის ტექნოლოგიები, ფარმაცია, ბოთლის დამამზადებელი მანქანები, ბუნერბივი წყლის გადამუშავება, ენერგო-სექტორი, ტექნოლოგიები, მშენებლობა, მედია, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა.
ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ფორუმის მეორე ნაწილში კი შედგა 50-მდე ორმხრივი შეხვედრა ბიზნესებს შორის.
საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიცვალა ურთიერთგაგების მემორანდუმის ეგზემპლარები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ინდოეთის ინდუსტრიის კონფედერაციას შორის. დოკუმენტის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშესაწყობად.