LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი დღეს 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი – პრემიერი

189
ipiccy_image

ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, დაახლოებით, 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი.

„მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება მაღალი ფასები მედიკამენტებზე, თუმცა, პრაქტიკულად უკვე ამოწურულია ეს საკითხი, მოგვარებულია.

ასევე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი, ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად. ესეც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, და ესეც უკავშირდება სწორედ ამ დაბალი ფასების შენარჩუნებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g