LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2021 წლის ბოლოს 9.4%-იანი ინფლაცია იქნება: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი

101
11

„საქართველოში 2021 წლის ბოლოს 9.4%-იანი ინფლაცია იქნება, – აღნიშნულ პროგნოზსს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. მათივე ცნობით, ინფლაცია 2021 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ამასთან, IMF-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 2.8%-მდე უნდა შემცირდეს.

„ივნისში წლიური ინფლაცია 9.9 პროცენტამდე დაჩქარდა, რაც მეტწილად, კომუნალური მომსახურების ფასების მატებას, სასაქონლო ჯგუფებზე გაზრდილ ფასებსა და მაღალ შუალედურ ხარჯებს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო 2022 წლის განმავლობაში, დროებითი ფაქტორების მილევის ფონზე, სწრაფად შემცირდება“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

დოკუმენტში საუბარია ასევე ეროვნული ბანკის როლზეც, IMF-ი ხაზს უსვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საჭიროებაც დადგეს.

„მონეტარულმა პოლიტიკამ გრძელვადიანი ინფლაციის მოლოდინები დროებით მაღალი ინფლაციისგან უნდა დაიცვას. მისია მიესალმება სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის სათანადოდ გამკაცრებას ამა წლის მარტსა და აპრილში, რაც მიზნად ისახავდა, რომ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების ზრდითა და მიწოდების შეზღუდვებით გამოწვეული დროებითი ეფექტები იყოს გარდამავალი და ინფლაციის მოლოდინები 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან შენარჩუნდეს.

ახლა, როდესაც ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს, ინფლაციაზე მოქმედი რისკები აღმავალი მიმართულებითაა. ამდენად, სებ-ი მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, თუ ინფლაციის მოლოდინები ან საბაზო ინფლაცია მიუთითებს, რომ მაღალი ინფლაციის რისკები გახანგრძლივდა“, – ნათქვამია სავალუტო ფონდის ახალ მიმოხილვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g