LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2024 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

120
ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, ორი კვარტლის შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 30.4%-ით, ხოლო 2023 წლის მონაცემებს 5.2%-ით გადააჭარბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. უფრო კონკრეტულად, პირველ ორ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა 246 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 30.6%-ით, 2023 წელთან შედარებით კი 14.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

magti 5g