LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირია: ცესკომ ამომრჩეველთა სიის განახლებული ვერსია მიიღო

66
BeFunky-collage - 2020-10-16T103321.094

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ამის შესახებ უწყებამ საკუთარ გვერდზე დაწერა. ცესკოს თავმჯდომარეს მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადაეცა.

„დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირის მონაცემი გადმოსცა. მონაცემები  ცესკოში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო  რაოდენობა იქნება ცნობილი. ამ ორ უწყებას შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და კოორდინაცია განხორციელდა იმ მიზნით, რომ სია ყოფილიყო მაქსიმალურად დახვეწილი. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო უფლების მქონე ყველა ამომრჩეველი იქნება სიაში და არჩევნებზე  არავის უფლება არ შეიზღუდება. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით, ცესკოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრი სერვისი ჰქონდა შეთავაზებული; მათ შორის იყო ელექტრონული სერვისები; ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის თუ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით სიაში გადამოწმების სერვისებით სარგებლობამ მილიონს მიაღწია. სწორედ ამ სერვისებმა, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს წლებია ვთავაზობთ, მოიტანა ნდობა ამომრჩეველთა სიებისადმი“ – აცხადებს თამარ ჟვანია.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

ცესკო: სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g