LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 31 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

570
ამინდი

16 აპრილიდან, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში 31 გრადუსამდე დათბება.

„16 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება +30, +31 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება.

19-20 აპრილამდე, მოსალოდნელია უნალექო ამინდები, 20 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები