LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 40 გრადუსამდე დაცხება

111

24 – 25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია  სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსი იქნება.

26 ივლისს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

27–28 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე მოიმატებს. 29 – 30 ივლისს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 27 – 29 ივლისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება.

30 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g