LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 53 გამარჯვებულ ბრენდს გამოავლენენ

652
GB2

53 გამარჯვებული ბრენდი, რომელიც დღე დასახელდება და წლის ყველაზე დამოუკიდებელი ბიზნესდაჯილდოება, რომელიც Global Idea-სა და The FINANCIAL-ის მიერაა ორგანიზებული.

„გაცნობებთ, რომ Global Idea-ა და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის ყოველწლიური, რიგით მეთოთხმეტე დაჯილდოების ცერემონიალი 2019 წლის 19 აპრილს, 18. 30-ზე სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ჩატარდება.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში-ს მიერ. ოქროს ბრენდის რადიო პარტნიორები არიან:რადიო კომერსანტი FM 95,5, რადიო მაესტრო FM 94, 7,რადიო ვინილი FM 99, 7.

ეს გახლავთ მთავარი ჯილდო წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები.

ოქროს ბრენდის ღირებულება შეუფასებელია. ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდებაის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნესდაჯილდოვებად არის აღიარებული.

https://www.facebook.com/GoldenBrandAwards/videos/vb.1616430891908392/381231565761509/?type=2&theater

Global Idea-ს მიერ ჩატარებული კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ : უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად გამოკითხვა მიმდინარეობდა მომახმარებლებშიც. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

დაჯილდოვების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური ნომინაცია, რომელიც ბრენდინგის იდეის და თავად ღონისძიების პოპულარიზაციას ემსახურება.

ღონისძიებას 100 -ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი დაესწრება, ასევე საპატიო სტუმრები უცხოეთის სხვადასხვა  ქვეყნებიდან სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული კინოს, თეატრისა და ესტრადის ვარსკვლავები.

ტიტული ოქროს ბრენდი კომპანიებს, 2006 წლიდან ენიჭებათ.  მისი მფლობელები  საქართველოს უმსხვილესი კომპანიები არიან“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

GLOBAL IDEA

მარკეტინგული კვლევის კომპანია. ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიას. გამოსცემს ჟურნალს Golden Brand და ბიზნესგამოცემას Golden Book. www.globalidea.gewww.goldenbrand.ge

The FINANCIAL

2005  წლიდან გამოიცემა საქართველოში „ინტელი ჯენს გრუპ“ -ის მიერ. მკითხველთა 75 პროცენტს კომპანიების მაღალი და საშუალოდონის მენეჯერები შეადგენენ. The FINANCIAL საქართველოში 600 -მდე კომპანიასა და ორგანიზაციაში ვრცელდება. კვლევების თანახმად ფაინენშელი ბიზნეს აუდიენციაში ყველაზე მოთხოვნადია. www.finchannel.com www.financial.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g