LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი მეოთხედ ჩატარდება

116
ფორუმი

26-27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეოთხედ უმასპინძლებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი მიიღებს, მათ შორის არიან როგორც მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას, სადაც მონაწილეები გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

ფორუმი ოფიციალურად თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  გაიხსნება. პირველ დღეს დაგეგმილია ცხრა თემატური სესია ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. მეორე დღეს კი გაიმართება ორი სესია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ,  ასევე, შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები, სადაც კომპანიებს პოტენციურ პარტნიორებთან როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები