LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში აღარავინ მოუსმენს ფანოღსა და იაფფასიან ესტრადას.. სულ რაღაც100 წელიწადში ყველასათვის შეურაცხმყოფელი იქნება“ – ტარიელ სუარი

301
ტარიელ სუარი

„საქართველოში აღარავინ მოუსმენს ფანოღსა და იაფფასიან ესტრადას.. 100 წელიწადში ყველასათვის შეურაცხმყოფელი იქნება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიტარისტი ტარიელ სუარი წერს. მისი აზრით, წლების შემდეგ „მოსახლეობის 20% პროცენტი კლასიკური გიტარაზე იქნება შეყვარებული, 80% კი ფორტეპიანოზე“.

„ცოტა დავთივერი პაპაშვილების ღვინითა და ვფიქრობ; ეჰ რა კარგი იქნებოდა, რომ მყავდეს ოჯახი, 7/8 შვილი, უამრავი სითბო და სიყვარული, მაგრამ არა! მე დრაკონის წელში დაბადებული თხის რქა გახლავართ, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი და აქვს მიზნები. მიზნები, რომლის განსახორციელებლად ყველა პირობა მომცა ღმერთმა და ეს არის კლასიკური გიტარის პოპულარიზაცია! ღმერთმა 100 წელი მაცოცხლოს, მაგრამ ჩემი სიკვდილის შემდეგ, (როდესაც არ უნდა მოხდეს ეს) კლასიკური გიტარა 40 დღით დაიმარხება, რის შემდეგაც ნელი-ნელა აღმოცენდებიან კლასიკოსი გიტარისტები, რომლებიც ეცდებიან ეს დარგი ლელოსავით გაიტანონ და დაამიწონ სრულიად საქართველოს მასშტაბით, რის შემდეგაც ასე 70/80 წლის შემდეგ საქართველოში აღარავინ მოუსმენს ამ ყ**ურ ფანოღსა და იაფფასიან ესტრადას, რომელზეც დღესდღეობით ჩვენი გოიმი მოსახლეობის 99% ა***ევს, არამედ ყველაფერი იქნება სრულიად სხვაგვარად. მოსახლეობის 20% პროცენტი კლასიკური გიტარაზე იქნება შეყვარებული, 80% კი ფორტეპიანოზე და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ვალერიან შიუკაშვილის ფასდაუდებელი ღვაწლის გამო! მე ეხლა ამ ყოველივეს ნაადრევად ვამბობ, მაგრამ სულ რაღაც 100 წელიწადში ყველასათვის შეურაცხმყოფელი იქნება საქართველოში ფანოღი და იაფფასიანი დეგენერატული მუსიკა. ისე რომ გაუმარჯოს ნამდვილ, უნივერსალურ და ღვთაებრივ კლასიკურ მუსიკას საქართველოში“, – წერს ტარიელ სუარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები