LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალგაზრდებს მეწარმეობას სრულიად უფასოდ შეასწავლიან

393
72786211-2461456300612648-7539571159755390976-o

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამისახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე

  • ასაკობრივი დიაპაზონი 16-28 წელი

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:

  • მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;

  • როგორ ვაქციოთ ბიზნესიდეა ბიზნეს მოდელად;

  • “ბიზნესმოდელის ტილოს” შექმნას;

  • ბიზნესპროექტის წერას;

  • ფინანსურ დაგეგმარებას.

მეწარმეობა ახალგაზრდებისთვისტრენინგ კურსი უფასოა. სწავლება ორთვიანია და მოიცავს 2 დონეს.

პირველ დონეზე მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება. მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნესიდეების გარდაქმნას ბიზნესპროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნესპროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.

მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში და მოიცავს რამდენიმედღიან ინტენსიურ კურსს (მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ). მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნესგეგმებს წარადგენენ შეფასების კომისიასთან და საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან.“

კურსის დამთავრების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე : 

სააპლიკაციო ფორმა 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (032)2 02 20 20 ან *2244 .  ასევე დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.“

პროგრამის შესახებ:

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

პროგრამა YES-Georgia ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს.

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia- ფარგლებში შეიქმნა, 3,379 განაცხადი შემოვიდა. 881 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 655-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა. ბიზნესპროექტები წარმოადგინა 265-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისგან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g