LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა განიხილება

Image-via-WonderfulEngineering.com_

საქართველოში ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა ევროკომისიის დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, გიორგი ჩოგოვაძესთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაციისა და ტურიზმის განვითარების საკითხებს.

გიორგი ჩოგოვაძემ ჰენრიკ ჰოლოლეის ის პროგრესი და განვითარების გეგმები გააცნო, რომლებიც საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობის ზრდისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის  მიმართულებით არსებობს.

,,ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ საქართველოში ახალი ავიაკომპანიები. რადგან პირდაპირი კავშირი ევროპასთან ნიშნავს მგზავრთნაკადის მნიშვნელოვნად ზრდას, რაც როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე პოლიტიკური მიზნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”- აღნიშნა ჩოგოვაძემ.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის განცხადებით, გასულ წელს, საქართველოში ავიაციის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ჰენრიკ ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია.

,,აქტიური სამუშაოები მიდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია და მგავრთნაკადის საგრძნობი ზრდა ფიქსირდება. ვისაუბრეთ, ასევე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაზე. რადგან სწორედ აეროპორტები იზიდავენ ავიაკომპანიებს და საშუალებას აძლევენ მგზავრებს იმოგზაურონ სხვადახვა ქვეყნებში. რაც თავის მხრივ საქარველოში მეტი ტურისტის მოზიდვის საშუალებას იძლევა“,-აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g