LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი სახალხო პროექტი ”ვენდობი” იწყება

47

საქართველოში ახალი სახალხო პროექტი ”ვენდობი” იწყება. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ახალი ინიციატივა ბაზრის სტიმულირებას შეუწყობს ხელს და მცირე ბიზნესმენებისთვის იმპულსი იქნება.

როგორც პროექტის ავტორებმა ”ფორტუნას” აცნობეს, პროექტის ფარგლებში მონაწილე კომპანიებისთვის შეიქმნება ვიდეორგოლები, რომლებიც სამი ქვეყნის ვიდეოპორტალებზე განთავსდება: საქართველოში www.myvideo.ge, აზერბაიჯანში www.myvideo.az და ბელორუსში www.tut.by.

მათი თქმით, ყველა ვიდეო თანაბარი სირთულის იქნება და აქცენტი  გაკეთდება იმაზე, რომ ესა თუ ის კომპანია თავისივე სფეროში სანდოა. პროექტის მთავარი არსი კი ისაა, რომ ხმის მიცემა ე.წ like-ის საშუალებით მოხდება და უფასო იქნება.

”მსოფლიოში არსებული კრიზისას, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ესაა ბაზრის სტიმულირება და იმპულსი მცირე ბიზნესმენებისთვის. პროექტი მასშტაბურია, რადგან მასში საქართველოს გარდა  ჩაერთო აზერბაიჯანი, ბელორუსი და  ბრიტანეთი. ესაა პროექტი, რომელიც სწორედაც რომ ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ეს არის შანსი მიაღწიოს ბაზარზე პოპულარიზაციას და გახდეს სახლახოდ ცნობილი ბრენდი”, – განმარტავენ პროექტის ორგანიზატორები.

პროექტს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა BGCC, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ვიდეოპორტალი www.myvideo.ge,  ჟურნალი OK და გაზეთი Georgia Today წარმოადგენენ.

პროექტის პრეზენტაცია 24 მარტს გაიმართება.

 

magti 5g