30 აგვისტოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“საქართველოში 30 აგვისტოს დღის ბოლოდან , 31 აგვისტოს დღის ბოლომდე გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. ქვეყნის ზოგ რაიონში იწვიმებს ელჭექით, ზოგან ძლიერად. ამინდის გაუარესებას შესაძლებელია მოყვეს სეტყვა და ქარის გაძლიერება, მოსალოდნელია ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა,” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესები გაააქტიუროს.
https://www.facebook.com/nea.georgia/posts/2570348596350546?__xts__%5B0%5D=68.ARCrU4DjD1wxwTjE_OwUBxQ1cy1YozDdIVBnV4jwdOxBoVb3J64N6FWjFvhYNgdBuSwCBX0LGjOlRE8sp0LJ4BNh2hpiQ-PdrftqPBIAfs2_FHZdFPioIlmfsNWZFIqyn32VIqTKJk3x_Xy-aH7jBAfBUfvLm8eCHwKotYpjoUub_mD5O4Mj5VdD2kl4jzyp7d2OhPcpJplsswLb6V92QgKO0zWRUnE5qA298paaYuRhy89FO5mPVlRXUjmCSYUW7-EUHqKLRlBVpkqrRQKjDDa90R6xJnUXlnKyNvVIQJSmMxfZOGotb2aCW4eo07aj6Eo9Ga03Og_rC51f1jf6Nw&__tn__=-R