LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება“ – მეტეოროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

1040
2026-09-07_01-55-53_855990

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზს გვიზიარებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, დღეს 7 სექტემბრის დილიდან 8 სექტემბრის შუადღემდე, საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

გაძლიერდება დასავლეთის ქარი – დასავლეთ საქართველოში 17-22, აღმოსავლეთში 20-25, შესაძლებელია 28 მეტრ წამამდე.
ამიტომ, სიფრთხილე და პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული ისეთი არასასურველი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა – უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყერული პროცესების განვითარება და ძლიერი ქარი ნალექების დროს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება“, – წერს კობა ფარტენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები