LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრები მიმდინარეობს

117
12

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფინალურ შეხვედრას მასპინძლობს.

პროექტში ჩართულმა 20 ქვეყნის წარმომადგენლებმა სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოსავლის გაუმჯობესების საკითხების მიმართულებით სამომავლო გეგმებსა და პოტენციური პროექტების განხორციელებაზე  იმსჯელეს.

საერთაშორისო პროექტში, რომელიც მოიცავდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე თეორიული გადამზადების კურსებს, ჩართულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წილკანში სადემონსტრაციო ბაზის მონახულება, სადაც დელეგაცია ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს, ჩატარებულ კვლევებსა და შედეგებს გაეცნობა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი „ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ძირითადი საკვები კულტურების პროდუქტიულობის და მდგრადობის გაზრდა კლიმატის ცვლილების მიმართ“ 2020 წლიდან მიმდინარეობდა. ფინალური შეხვედრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით საქართველოში 24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

magti 5g