LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აუტიზმის ცენტრი აშენდება

636
20090528_st_davids_080-1-768x507

საქართველოში აუტიზმის ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პრეზენტაციაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, აუტიზმის ცენტრს რეგიონში ანალოგი არ აქვს და საქართველო იქნება პირველი, რომელიც ასეთ კომპლექსურ ცენტრს ააშენებს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

„დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს, ჩვენ საქართველოში ვიწყებთ ეროვნული ცენტრის მშენებლობას. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამავე დროს, სიმბოლური გახლავთ, რომ აუტიზმის ცენტრს ანალოგი არ აქვს რეგიონში და საქართველო იქნება პირველი, რომელიც ასეთ კომპლექსურ ცენტრს ააშენებს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მოვუწოდებ სხვა კომპანიებს და ქართველ მეწარმეებსაც, უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიასაც. ისინი წლებია, მხარდაჭერას უცხადებენ ამ პროგრამას. მინდა, ყველას მივულოცო ეროვნული ცენტრის მშენებლობა და ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g