LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავტობუსების აწყობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

98

ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სარკინიგზო შემადგენლობების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია “შტადლერის” საწარმო საქართველოში გადმოვიდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“შტადლერთან” მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს იმაზე, რომ ვაგონების წარმოება – აწყობა მოხდეს საქართველოში. საუბარია, როგორც მეტროს, ასევე სარკინიგზო ვაგონებზე. თუ ჩვენ ამ მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ, მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ “შტადლერის” ვაგონების წარმოება მოხდება საქართველოში და ის მოემსახურება არა მხოლოდ შიდა აუცილებლობას, ასევე მოხდება მისი ექსპორტი რეგიონში და სხვა ქვეყნებშიც”, -განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავტობუსების საქართველოში აწყობასთან დაკავშირებითაც.

“ჯერ ეს მოლაპარაკებები არ არის დასრულებული, თუმცა, გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით ინტერესის თვალსაზრისით. რაც შეეხება “შტადლერთან” მოლაპარაკებებს, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ამ საწარმოს გადმოტანა მოხდეს საქართველოში. ავტობუსებს რაც შეეხება, ინტერესი არ აქვთ ჯერჯერობით, საწარმოს გადმოტანის”- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები