LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში ბიზნესს არ აქვს ინფორმაცია, რომელი ტექნოლოგიებია რესურსდამზოგავი” – რა არის მწვანე ეკონომიკა?

49
51918418 - growing money - chart in rise

რა არის მწვანე ეკონომიკა? რა როლი აქვს მას ადამიანების, ბიზნესების კეთილდღეობის ამაღლების საქმეში? – აღნიშნულ თემაზე ბიზნესკურიერთან ორგანიზაცია „მწვანე ალტერნეტივის“ დირექტორმა, მანანა ქოჩლაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე.

მანვე განმარტა, რომ მწვანე ეკონომიკა 6 მთავარ სექტორს მოიცავს:

1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის

ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);

2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და

მასალები);

3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი,

ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები);

4. წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის

ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);

5. ნარჩენების მენეჯმენტი (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების

გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);

6. მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და

პარკები, ტყეების განაშენიანება).

„საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარება ძირითადად დაფუძნებულია მაინც იმაზე, რომ ეუთო და ევროკავშირი ცდილობენ აქტიურად განავითარონ ამ მხრივ კანონმდებლობა და დაარწმუნონ მთავრობა, რომ ესაა ის დარგი, რომელიც მომავლის დარგია.

საქართველო უფრო მიდის გამწვანების გზით, რაც არ არის მწვანე ეკონომიკა და ავხსნი რატომაც-თუ იქ ლაპარაკია, რომ უნდა დავნერგოთ განახლებადი ენერგიები და ენერგოეფექტური ღონისძიებები, ამ მხრივ ჩვენ ძალიან მოვიკოჭლებთ, თუ ვავითარებთ ვავითარებთ ჰიდრო-ეკონომიკას, რომელიც გარემოსთვის ძალიან მტკივნეულია.

იცით პრობლემა რაშია? არსებობს ასეთი ტერმინი „გრინვოშინგი“, რომელმაც მწვანე ეკონომიკის განვითრებასთან ერთად, ძალიან დიდი ნაწილი დაიჭირა ეკონომიკაში და სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ.

(გრინვოშინგი -პროცესი, რომლის დროსაც კომპანია საჯაროდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, საკუთარ საქმიანობას წარმოაჩენს ეკოლოგიურად სუფთად, სინამდვილეში კი ახორციელებს ეკოლოგიურად და სოციალურად არამეგობრულ პრაქტიკას.)

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა ეს ზოგადად აღიარებული პრობლემაა.

ყველაზე ცუდი რაც საქართველოს სჭირს არის ის, რომ ჩვენ ძალიან მოვიკოჭლებთ განვითარების გეგმების დასახვაში, არსებობს მთელი რიგი განვითარების გეგმები სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არავინ იცის როგორ შემუშავდა, რა პრინციპებს დაეყრდნო და ა.შ. მაშინ, როდესაც ევროკავშირში დაგეგმვის პროცესი ახალ მწვანე შეთანხმებამდე მოიცავს არამარტო პოლიტიკურ დოკუმენტს, ის მოიცავს ინსტრუმენტებსაც.

ზოგადად საქართველოში არ არსებობს არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მაგალითად, რომელიც შეაგროვებდა, რა ტიპის ტექნოლოგიებია ახლა უფრო ენერგოდამზოგავი, რესურსდამზოგავი და ამას მიაწოდებდა ბიზნესს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ასეთი სააგენტო არსებობს.

ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესს არ აქვს საშუალება, რომ მას ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია იმ ბოლო ტექნოლოგიურ მიღწევებზე, რაც არსებობს და რაც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ისინი, რასაც ტრადიციულად ყიდულობენ“-აღნიშნა მანანა ქოჩლაძემ „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g