LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩამოსულ, უკრაინიდან დევნილ McDonalds-ში უფასოდ გაუმასპინძლდებიან

122
0O5A67661

საქართველოში ჩამოსულ, უკრაინიდან დევნილ ბავშვებს პასპორტის წარმოდგენის შემდეგ, McDonalds-ში უფასოდ გაუმასპინძლდებიან – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

ცნობილმა ბიზნესმენმა თბილისის მერს უკრაინის დასახმარებლად ლოგისტიკის ორგანიზების საკითხი დადებითად შეუფასა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც დღეს ყველაფერი დაკეტილია, ამის გაკეთება ძალიან რთული იყო.

ცნობისთვის, თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები განაგრძობენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანას. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად პროცესში ჩაერთო „კოკა კოლა“, „არ ემ ჯი ჯგუფი“, „ევროპროდუქტი“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).

ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა, რომელმაც შემომწირველებს გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „განვაგრძობთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. ამ პროცესში ბევრი ადამიანი გვიერთდება. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო – კომპანიებს „კოკა კოლას“, „არემჯის“ „სემეკს“ და „ევროპროდუქტს“, ასევე, მადლობა თანადგომისთვის რიგით მოქალაქეებს. ლოგისტიკის საკითხი მოგვარებულია. იცით, რომ ომის პირობებში ტვირთის ჩატანა და გადანაწილება რთულია, მაგრამ უკრაინის საელჩოსთან ერთად გადავწყვიტეთ ეს საკითხი. შეგროვებული ნივთები ჩაიტვირთება საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დიდ მანქანებში და მათი საშუალებით გაიგზავნება უკრაინაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ ამოქმედებული ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში შეგროვებული დახმარების გაგზავნის პროცესი 11 მარტიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g