LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩეხეთის ელჩი: „არ მჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა“ – ვაკეში, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს

192
პეტრ კუბერნატი

„სამწუხაროდ, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ ასე დასრულდა“ – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ელჩი წერს, ვაკეში ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს.

ელჩი აღნიშნავს, მას არ სჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა.

„სამწუხაროდ, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ ასე დასრულდა. გამოფენა ვაკეში ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე იყო განთავსებული. არ მჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა“, – წერს პეტრ კუბერნატი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აზიარებს.

საქართველოში ჩეხეთის ელჩს, პეტრ კუბერნატს სოციალურ ქსელში საქართველოში დანიის ელჩი, ენნე ტოფტ სორენსენი გამოეხმაურა:

„თბილისში დანიის საელჩო საქართველოში ჩვენს ჩეხ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს. ასეთი ქმედებები კულტურული დიალოგის პატივისცემის ძირითად ღირებულებებს ძირს უთხრის“, – წერს საქართველოში დანიის ელჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g