LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში და რეგიონში პირველად, სელფის 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი

718
სელფი

ცნობილი გახდა, სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად.

მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G თავდაპირველად ბაკურიანსა და გუდაურში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად, მთელ საქართველოში, მათ შორის, თბილისში.

სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს.

ახალი ტექნოლოგია გამოირჩევა ინტერნეტის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე 4G და ფაქტობრივად, გამორიცხავს დაყოვნებას, რაც უსაზღვრო ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, მათ შორისაა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, წარმოება და სხვა.

კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნის თანახმად, 5G ქსელის აგება ხორციელდება ევროკავშირში მიღებული ნორმების გათვალისწინებით, რაც ქსელის უსაფრთხოებას განაპირობებს.

სელფი 5G-ს ნერგავს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების წამყვანი კომპანიის Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები