LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დაბრუნებული 200 მიგრანტი 4000 ლარით დაფინანსდება

148
მიგრანტი

საქართველოში დაბრუნებული 200 მიგრანტი 4000 ლარით დაფინანსდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, პროექტი სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მიზნად ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა დასახელდა.

“სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება“, – ამბობს სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.

მისივე განცხადებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g