LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში დაბრუნებული, ოთახში შევიკეტე, უამრავ ქართულ სიმღერას მოვუსმინე, მერე კი, თვითონ ავმღერდი“ – მომღერალი აჩი ჯაიანი პრემიერით „არტ-FM“-ში

1116
აჩი-ჯაიანი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი აჩი ჯაიანი სტუმრობდა ახალი სიმღერის „მზე იცინის“ პრემიერით.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სიმღერის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ერთ მშვენიერ დღეს ბატონ გურამ ბზვანელის ერთი-ერთი სიმღერა მოვასმენინე დათო არჩვაძეს და ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა და ჩავთვალე, რომ ზუსტად მოერგებოდა  ჩემი ხმის ტემბრს. დათომ ქალბატონ თამარ ბზვანელთან დამაკავშირა, რომელსაც მოგვიანებით პირადად შევხვდი და სწორედ მან შემომთავაზა ბატონი გურამის რამდენიმე სიმღერის ჩაწერა. 

სიმღერის „მზე იცინის“ ჩაწერაში მეგობარი რომა შაინიძე დამეხმარა, რომლის რჩევით სანო სტუდიას ვესტუმრე. სიმართლე ვთქვა, შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად კარგი გამოვიდა სიმღერა, რომელიც ლუკა თოფურიას ბენდთან ერთად ჩაიწერა ცოცხლად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლაშა ღლონტს, რომელიც ძალიან დამეხმარა ვოკალის დამუშავებასა და ჩაწერაში. 

მართალია, მამა ოპერის წარმატებული მომღერალია, მაგრამ არასდროს დაუძალებია, რომ მეც მომღერლის პროფესია ამერჩია. სახლში ყოველთვის ქართული სიმღერა ისმოდა, თუმცა მაშინ ნაკლებად ვინტერესდებოდი. პირველად ნეაპოლში მომეწონა, როცა მამას მეგობრებთან ერთად წავედი კვარაცხელიას თამაშის სანახავად. ისეთი აღფრთოვანება დაიმსახურა ქართულმა სიმღერებმა იტალიაში, რომ გული დამწყდა თვითონ რომ არ ვმღეროდი. საქართველოში დაბრუნებული, ოთახში შევიკეტე, უამრავ ქართულ სიმღერას მოვუსმინე, მერე კი, თვითონ ავმღერდი.

აჩი ჯაიანი – „მზე იცინის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g