LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დაგეგმილი კონცერტებისთვის ბილეთები 52 ქვეყნიდან იყიდეს

58

„Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი კონცერტებისთვის 1000-ზე მეტი ბილეთი უცხოეთში იყიდეს, ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ტრანზაქცია 52 ქვეყნიდან დაფიქსირდა, მათ შორის – გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან იწყება.

პროექტის ფარგლებში პირველი დიდი ღონისძიება 24 აპრილს არის დაგეგმილი; ქართველი მსმენელის წინაშე ეროს რამაზოტი წარდგება. ეროს რამაზოტის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 7 აპრილიდან დაიწყო. ამ დროისათვის, გაყიდულია 5000-მდე ბილეთი.

რაც შეეხება, მეორე მასშტაბურ კონცერტს – მსოფლიო ვარსკვლავის, რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყო და ამ დროის მონაცემებით უკვე გაყიდულია 31 000-მდე ბილეთი.

რობი უილიამსი ქართველი მსმენელის წინაშე 27 მაისს, დინამო არენაზე წარდგება.

 

magti 5g