საქართველოში დღეში, საშუალოდ, 75 ავიარეისი სრულდება. სტატისტიკას, რომელიც 3-9 თებერვლის მდგომარეობას ასახავს, EUROCONTROL აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, წინა კვირასთან შედარებით, საქართველოში ფრენების რაოდენობა 3%-ით შემცირდა.
EUROCONTROL-ის ცნობითვე, ევროპის მასშტაბით, 3-9 თებერვალს, ყველაზე მეტი ფრენა დიდ ბრიტანეთში შესრულდა (დღიურად საშუალოდ 2915, წინა კვირასთან შედარებით +16%), ყველაზე ნაკლები, 28 ფრენა კი – ბოსნია და ჰერცეგოვინაში (-4%).