LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია: ლიეტუვის საგარეო უწყება

48
Untitled design (6)

“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება და საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობას, შოკისმომგვრელსა და მიუღებელს უწოდებს.

სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ დამნაშავეების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უნდა დაუშვას დამოუკიდებელი გამოძიება:

“საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და დაუშვას დამოუკიდებელი გამოძიება ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.

საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებთან ნებისმიერი სხვა კურსი შეუთავსებელია.” – აღნიშნულია გავრცელებულ “ტვიტში”.

 

magti 5g