LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დონატების ადგილობრივი წარმოება იწყება

160

„დანკინ დონატსი“ დონატების ცენტრალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ქმნის და წარმოების სრულ ლოკალიზაციას ახდენს. როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, ამიერიდან „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები, ყოველდღიურად ახალ, 100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, ათობით სახეობის დონატს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს. მათივე ინფორმაციით, დამატებით 16-17-18 დეკემბერს „დანკინ დონატსის“ ჩვიდმეტივე რესტორანში სტანდარტული ტიპის დონატები 1 ლარად გაიყიდება.

„დანკინ დონატსის“ რესტორნებს სხვა მომხმარებლებთან ერთად, ბავშვები სტუმრობენ და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ქართული, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული, უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზება ჩვენი სტუმრებისათვის. ამაზე დიდი მიზანი “დანკინ დონატსს” არ ჰქონდა და ვერც ვერასოდეს ვერ ექნებოდა. შესაბამისად, დონატების ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნით ჩვენ მოვახდინეთ წარმოების სრული ლოკალიზაცია და ამიერიდან „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები, ყოველდღიურად ახალ, 100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებული დონატების ძალიან ფართო არჩევანს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ინიციატივით, ჩვენ ქართული წარმოების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკაში ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანასაც შევძლებთ“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები