LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მაინც გაიზარდა როგორც უმუშევრობის, ასევე აბსოლუტური სიღარიბის დონე – ADB

58
Dzagania-Ann-1-scaled

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 8.5%-ით არის მოსალოდნელი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და მომსახურების სფეროს გააქტიურების კვალდაკვალ და ასევე, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის შედეგად, – ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზი 2021-ის განახლებული გამოცემის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს კიდევ 6.5% არის მოსალოდნელი.

ანგარიშში ხაზგასმულია ეკონომიკის ძლიერი აღდგენა გასული წლის 6.2%-იანი უკუსვლის შემდეგ, რასაც მათი შეფასებით, 2021 წლის პირველ ნახევარში 12.7%-იანი ზრდა მოჰყვა ბიზნესებისა და ოჯახების მიმართ მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და განვითარების პარტნიორების მოცულობითი დახმარების შედეგად.

„იმედისმომცემი ზრდის მაჩენებლებითა და ოპტიმისტური ბიზნეს-მოლოდინებით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს, მაგრამ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპის მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებაც. ADB სრულად უჭერს მხარს საქართველოს კოვიდ-19-ის დაძლევასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში“,-განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის განახლებული პროგნოზი 2021 წელს ინფლაციის 9.5%-მდე გაზრდას და მომავალ წელს 4%-მდე შემცირებას ვარაუდობს.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციითვე, ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მაინც გაიზარდა როგორც უმუშევრობის, ასევე აბსოლუტური სიღარიბის დონე. 2021 წლის პირველ კვარტალში თითოეულმა მაჩვენებელმა 3%-ით მოიმატა და შესაბამისად 21.9% და 21.3% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g