LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს… ვიცი, ჩემი დისთვის არ იქნება მარტივი წასაკითხი დახმარებას რომ გთხოვთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს…“ – 24 წლის ელენე მითაიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

153
#ელენესთვის

24 წლის ელენე მითაიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, მარიამ მითაიშვილი წერს.

ახალგაზრდა გოგოს და ამბობს, რომ ელენე 4 მარტს სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა.

როგორც სოციალურ ქსელში მარიამ მითაიშვილი წერს, საქართველოში ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა – მისი გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომისათვის კი აუცილებელია თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000:

„ეს პოსტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დის, 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად. ელენე 4 მარტს სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. ჰქონდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება. საქართველოში, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში, ჩაუტარდა ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დროსაც კისრის მეხუთე და მეექვსე მალები სრულად შეიცვალა ტიტანის იმპლანტით. მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და გულმკერდის პირველ მალაზე გაკეთდა უკანა ფიქსაცია.

ამ ეტაპზე, ელენეს ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ხოლო ხელების მოძრაობა შეზღუდულია და სრულფასოვნად არ არის აღდგენილი.
საქართველოში ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ელენეს გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომისათვის აუცილებელია თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000.

თანხა უნდა შეგროვდეს უმოკლეს დროში, რათა მკურნალობის დაწყება არ დაგვიანდეს. ამ ტიპის დაზიანებისას, რეაბილიტაციის ყოველი დაგვიანებული დღე ამცირებს გამოჯანმრთელების შანსს. არ მეგონა, რომ ამ პოსტის დაწერა დამჭირდებოდა და ისიც ვიცი, ჩემი დისთვის არ იქნება მარტივი წასაკითხი დახმარებას რომ გთხოვთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. თქვენი მხარდაჭერისა და ელენეს სიყოჩაღის იმედი მაქვს, რათა მალე დაუბრუნდეს თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საყვარელ საქმიანობასა და ჩვენ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებსაც უსაზღვროდ გვენატრება.

გადარიცხვისას დანიშნულებაში ვწერთ #ელენესთვის
საქართველოს ბანკი: #GE64BG0000000607525693
თიბისი ბანკი: #GE83TB7199945061600002
PayPal: @KZhordania
მიმღები: ქეთევან ჟორდანია (დედა)“, – წერს მითაიშვილი სოციალურ ქსელში.

ეს პოსტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დის, 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად. ელენე 4 მარტს…

Posted by Marusa Mitaishvili on შაბათი, 26 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g