LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 6.6-ჯერ გაიზარდა

79
tourismbyalavidze

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 226.4 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 89.9 პროცენტი შეადგინა და წლიურად 239.1 პროცენტით მოიმატა.

ეროვნული ბანკის ცნობითვე, რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან (28.5 პპ), თურქეთიდან (26.2 პპ) და სომხეთიდან (18.9 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 6.6-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 14.9 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ლიეტუვადან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა როგორც ზრდის ტემპით, ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები