LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფრენებს ახალი უკრაინული ავიაკომპანია იწყებს

34

საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია – „ANDA Air“-ი  ზაფხულიდან დაიწყებს.

უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შესრულდებს.

ავიაკომპანია „ANDA Air“-ი, MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს, კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2 სიხშირით ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 1-სიხშირით ოთხშაბათობით იფრენს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები