LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფუტკრის დედის რძის წარმოებას გეგმავენ

106

ახალგაზრდა მეწარმე ავთანდილ ბედენაშვილი ფუტკრის დედის რძის წარმოებას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” ბედენაშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მას აღმდგენითი უნარი გააჩნია.

”ფუტკრის დედის რძე შეიცვას იმ უნიკალურ ნივთიერებებს, რომლებიც არც ერთ სხვა საკვებში არ გვხვდება. ის არის 100 %-ით ენერგეტიკული საჭმელი და ორგანიზმში თუკი რამე აქვს ადამიანს დაავადებული, ყველაფერს აღადგენს. გამოიყენება მხედველობის, ყურთასმენის დაქვეითების დროს. ასევე, განსაკუთრებით ეფექტურია ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანის მკურნალობისას”, – აღნიშნა ახალგაზრდა მეფუტრემ.

ბედენაშვილის  ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის საწარმოებლად  მას ფუტკრების ბაზის გაფართოება სჭირდება.

”ვმონაწილეობ ახალგაზრდების დასაქმების ახალ პროგრამაში – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში”.  თუ მოვიპოვე დაფინანსება დამატებით შევუკვეთავ სკებს, გავამრავლებ ფუტკრების ოჯახებს და ერთ წელში უკვე ფუტკრის დედის  რძის წარმოებას დავიწყებ”, – აღნიშნა მეფუტკრემ.

როგორც ავთანდილ ბედენაშვილმა განმარტა, მეფუტკრეობა მას ახალი დაწყებული აქვს და ამ ეტაპზე  მხოლოდ ყვავილის მტვერს აწარმოებს, რომლის რეალიზებასაც საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

”ყვავილის მტვერი, რომელიც ფუტკარს მოაქვს ბუნებიდან, ასევე ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამაღლებს იმუნიტეტს, შესაბამისად მასზე მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან მაღალია. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე სულ რამდენიმე ადამიანი აწარმოებს აღნიშნულ პროდუქციას, ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, რადგან  ბაზარზე მოთხოვნა დიდიაა, პროდუქცია კი მცირე რაოდენობის”, – აღნიშნა ავთანდილ ბედენაშვილმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მეწარმე სკებს  კახეთში ფლობს  და   ფუტკრის 20-მდე ოჯახი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g