LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში განქორწინებული წყვილები ერთად, საშუალოდ, 10-12 წელი ცხოვრობდნენ

266
ნიშნობა

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 11.1 წელია. საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სადაც 1994 წლის შემდეგ არსებული მაჩვენებლებია ასახული, ქვეყანაში ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 10-დან 12,2 წლამდე მერყეობს.

ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა, წლის განმავლობაში განქორწინებული წყვილების რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით იანგარიშება.

საქსტატის ინფორმაცით, 2020 წელს 7 673 წყვილი განქორწინდა.

2012 წლის შემდგომ კი განქორწინებათა ყველაზე  მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს, როცა განქორწინების გადაწყვეტილება 11  205-მა წყვილმა მიიღო.

2020 წელს საქართველოში 60 წლისა და უფროსი ასაკის 490 ადამიანი დაქორწინდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g